ფეხბურთი

17:03 | 4.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

თარხნიშვილმა ჩემპიონატში წელს პირველად წააგო

 

“ვენტსპილსმა”, რომლის შემადგენლობაში თორნიკე თარხნიშვილი გამოდის, მიმდინარე სეზონში ლატვიის საფეხბურთო ვირსლიგაში (უმაღლესი ლიგა) პირველად წააგო.

“ვენტსპილსი” სტუმრად “ლიეპაიასთან” 0:2 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს. “ვენტსპილსი” 10-გუნდიან ვირსლიგას 36 ქულით ლიდერობს.

თამაზ პერტიას მიერ გაწვრთნილმა რიგის “სკონტომ” შინ “იელგავას” ვერ მოუგო – 1:1. ლაშა დვალმა მასპინძლებში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ირაკლი კლიმიაშვილი 18-კაციან განაცხადში არ იყო. “სკონტო” 28 ქულით მე-2 პოზიციაზეა.

0.126647