ფეხბურთი

14:21 | 19.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

თარხნიშვილი ევროპის ლიგაზე მაქსიმალურ შედეგს ისახავს

ტირასპოლის “შერიფის” სპორტული დირექტორი ვაჟა თარხნიშვილი, უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში, “ანჟისთან” დაპირისპირებამდე, ფავორიტად მახაჩყალურ კლუბს მიიჩნევს.

“ანჟიში” სერიოზული ცვლილებები მოხდა და განვითარების ვექტორი შეიცვალა. თუმცა, მახაჩყალურ გუნდს მაინც ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. ეს კი, იმის საფუძველს იძლევა, რომ ფავორიტად ჩავთვალოთ. განვლილ სეზონში “ანჟიმ” მთელი ევროპა ააფორიაქა. ამ გუნდს ვგულშემატკივრობდი. “ანჟის” პრეზიდენტს სულეიმან კერიმოვს მახაჩყალაში ძეგლი უნდა დაუდგან, იმისთვის რაც დაღესტნური ფეხბურთისთვის გააკეთა.

არ ვიტყვი, რომ ჯგუფიდან გასვლის უფრო ნაკლები შანსი გვაქვს ვიდრე “ანჟის” ან ნორვეგიულ “ტრომსიოს”. აი, “ტოტენჰემი” კი ცალკე დგას. თუმცა, ამ გუნდთანაც გამარჯვებაზე ვითამაშებთ. ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურ შედეგს ვისახავთ. განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც შინ ვთამაშობთ” – იუწყება თარხნიშვილის სიტყვებს ინტერნეტგამოცემა moldfootball.com-ი. 

აქვე გეტყვით, რომ “შერიფი” “ანჟის” 19 სექტემბერს უმასპინძლებს.

0.119755