ფეხბურთი

17:33 | 1.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

თარგამაძეს ტვინის შერყევა აქვს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველ დავით თარგამაძეს, ტვინის შერყევა აქვს და გარკვეული პერიოდი დასვენება მოუწევს. ამის შესახებ, უკრაინულ კლუბ “ილიჩივეცის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

სლოვენიაში შეკრებაზე მყოფმა “ილიჩივეცმა”, ამხანაგური მატჩი “ისტრასთან” ჩაატარა (0:0) და მეორე ტაიმის მე-6 წუთზე, მეტოქის მცველთან ორთაბრძოლის დროს, თარგამაძეს საფეთქელში მტკივნეულად მოხვდა და მცირე ხნით გონება დაკარგა. ბუნებრივია, მას თამაში აღარ გაუგრძელებია, ხოლო “ილიჩივეცის” საექიმო შტაბმა, ტვინის შერყევა დაუდგინა.

0.113328