საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი დავით თარგამაძე მარიუპოლის “ილიჩივეცის” დუბლშემადგენლობაში ემზადება.
უკრაინული კლუბის დუბლებმა ორმხრივი თამაში ჩაატარეს, რომელიც 3:3 დასრულდა და თარგამაძემ ორი გოლი გაიტანა. “ილიჩივეცის” სარეზერვო გუნდში 19 წლის ზურაბ ოჩიგავამ ითამაშა, რომელიც აქამდე მარიუპოლელთა 19-წლამდელთა გუნდში გამოდიოდა.
24 წლის თარგამაძე ზამთარში რუსეთის პრემიერლიგის ეკატერინბურგის “ურალში” სეზონის ბოლომდე იჯარით უნდა გადასულიყო, მაგრამ ეს ტრანსფერი ჩაიშალა. შედეგად, ის მარიუპოლში დაბრუნდა და ჯერჯერობით დუბლშემადგენლობაში ვარჯიშობს.