ფეხბურთი

17:55 | 17.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

თარგამაძე საავადმყოფოში წაიყვანეს, ოქრიაშვილი კაპიტანი იყო

უკრაინულმა "ილიჩივეცმა" ტესტ-მატჩში უზბეკეთის "ნასაფს" ვერ მოუგო - 0:0. სამივე ქართველი (დავით თარგამაძე, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ჯგერენაია) სასტარტოში იყო, თუმცა თარგამაძე 39-ე წუთზე შეცვალეს და საავადმყოფოში წაიყვანეს. ქართველმა გარემარბმა ტრავმა მიიღო, ცხვირის მოტეხილობას ეჭვობდნენ და ამიტომაც წაიყვანეს. ჯერჯერობით, უცნობია, მოტეხილობაა თუ არა...
ოქრიაშვილი კი ამ მატჩში გუნდის კაპიტანი გახლდათ. თორნიკემ და გიორგი ჯგერენაიამაც შეუცვლელად ითამაშეს.

0.118267