თამაშგარე

14:17 | 13.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

თამარა ლოს-ანჯელესში სტრესისგან თავისუფლდება

“ფორმულა 1-ის” მთავარი პრომოუტერის ბერნ ეკლსტოუნის ქალიშვილმა თამარამ, რომელიც ცოტა ხნის წინათ საქმროს დაშორდა, ლოს-ანჯელესში დასთან გამგზავრებით სტრესის მოხსნა გადაწყვიტა. 23 წლის პეტრა, რომელიც თამარაზე 5 წლით უმცროსია, ნაცად გზას გაჰყვა. ჯერ დაღვრემილ დაიკოს ადგილობრივ ბუტიკებში გრანდიოზული შოპინგი მოუწყო, ხოლო შემდეგ, გასარუჯად და საბანაოდ წაიყვანა.
ადგილობრივი პაპარაცები თამარას ნახევრად შიშველ მდგომარეობაში დაფიქსირებით ფრიად გახარებულნი იყვნენ, რადგან ბერნის ქალიშვილი მშვენიერ ფორმაშია. საინტერესოა, რა აკლდა მის ყოფილ საქმროს, მოკრივე ომარ ხაიმს.
ცოტა ხნის წინათ თამარამ აღიარა, რომ ომართან დაშორებამდე, ერთი წლის განმავლობაში სექსი არ ჰქონია, რითაც საზოგადოება შოკში ჩააგდო. ლოს-ანჯელესური თერაპია პირველი ნაბიჯია ლამაზმანისთვის, ცხოვრებისეული ბედნიერების დაბრუნებისკენ.
 

0.232029