ფეხბურთი

16:48 | 31.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტაბიძე მადრიდის “რეალში” ისინჯება

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” მარცხენა მცველი ჯემალ ტაბიძე 10 დღის განმავლობაში მადრიდის “რეალში” სინჯებს გაივლის. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “საბურთალოს” პრესატაშემ კახა მგელაძემ აცნობა.

ტაბიძე ესპანეთში კვირას გაემგზავრა, ხოლო ორშაბათს თბილისის დროით 17 საათზე “რეალის” 19-წლამდელთა გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშებს.

დაახლოებით ორი თვის წინ, “საბურთალოს” პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი და გენერალური მდივანი სამუშაო ვიზიტით ესპანეთს სტუმრობდნენ. სწორედ, მაშინ შეხვდნენ “რეალის” ერთ-ერთ სკაუტს, რომელმაც ტაბიძის საქმეში ნახვის სურვილი გამოთქვა. ხეჩიკაშვილის თქმით, არაა გამორიცხული 18 წლის ფეხბურთელს მადრიდელებმა კონტრაქტი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ გაუფორმონ. მან აღნიშნა, რომ ტაბიძით რუსული, გერმანული და “რეალის” გარდა სხვა ესპანური კლუბებიც არიან დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ ახლახან ტაბიძე “ლივერპულში” იმყოფებოდა სტაჟირებაზე.

ფოტო fcsaburtalo.ge

0.111459