ურუგვაის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა იმ ფეხბურთელთა ვინაობა დაასახელა, რომლებიც 5 ივნისს საფრანგეთთან ამხანაგური მატჩისთვის, ასევე, კონფედერაციათა თასის გათამაშებისთვის მოემზადებიან.
ურუგვაელთა გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები: მუსლერა (“გალათასარაი”, თურქეთი), სილვა (“ოლიმპია”, პარაგვაი), მუნიოსი (“ლიბერტადი”, პარაგვაი);
მცველები: სკოტი (“ნასიონალი”), ვალდესი (“პენიაროლი”), ლუგანო (“მალაგა”, ესპანეთი), გოდინი (“ატლეტიკო”, ესპანეთი), კოატესი (“ლივერპული”, ინგლისი), კასერესი (“იუვენტუსი”, იტალია), ალვარო პერეირა (“ინტერი”, იტალია), მაქსიმილიანო პერეირა (“ბენფიკა”, პორტუგალია), აკვირეგერაი (“პენიაროლი”);
ნახევარმცველები: სილვა (“ოლიმპია”, პარაგვაი), გონსალესი (“ლაციო”, იტალია), რიოსი (“პალერმო”, იტალია), გარგანო (“ნაპოლი”, იტალია), პერესი (“ბოლონია”, იტალია), ეგურენი (“ლიბერტადი”, პარაგვაი), ლოდეირო (“ბოტაფოგო”), როდრიგესი (“ატლეტიკო”, ესპანეთი), რამირესი (“საუთჰემპტონი”, ინგლისი), კასტრო (“სოსიედადი”, ესპანეთი);
თავდამსხმელები: კავანი (“ნაპოლი”, იტალია), სუარესი (“ლივერპული”, ინგლისი), დიეგო ფორლანი (“ინტერნასიონალი”, ბრაზილია), ერნანდესი (“პალერმო”, იტალია), სტუანი (“ესპანიოლი”, ესპანეთი).