ფეხბურთი

10:48 | 11.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტაბარესი სუარესის შანსებზე არ საუბრობს

 

ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა გუნდის ლიდერ ლუის სუარესთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა. სპეციალისტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ “ლივერპულის” თავდამსხმელს მინდორზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიყვანს, თუკი იგი ოპტიმალურ ფორმაში ჩადგომას მოასწრებს. შეგახსენებთ სუარესი ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის.

“ლუის სუარესი აქტიურად ემზადება. საქმეს რა თქმა უნდა, პროფესიულად უდგება, მაგრამ ჯერ სათამაშოდ მზად არაა და ამ ეტაპზე კონკრეტულ ვადებზე საუბარი შეუძლებელია. მხოლოდ ერთს გეტყვით, იგი მინდორზე მაშინ დაბრუნდება, როდესაც ფორმას სრულად აღიდგენს” – უთხრა ტაბარესმა ერთ-ერთ ესპანურ გამოცემას.

0.115609