სტატიები

15:04 | 3.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

სწორება სლოვენიისკენ

ამ დღეებში მოსაწყენად არ გვექნება საქმე: 4 მაისს ხომ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი იწყება და 8 გუნდს შორის, საქართველოს ნაკრებიცაა. როგორც იცით, ვასილ მაისურაძის გუნდი A ჯგუფში გერმანიასთან, საფრანგეთთან და ისლანდიასთან ერთად მოხვდა, B ჯგუფში კი მასპინძელი სლოვენია, ჰოლანდია, ბელგია და პოლონეთი ითამაშებენ. ჩემპიონატი 16 მაისს დასრულდება, თუმცა ქვემოთ, სრულ კალენდარს გთავაზობთ:
 

4 მაისი, I ტური
B: ლენდავა.
16:00. პოლონეთი-ბელგია;
A ლიუბლიანა. 20:30. საქართველო-გერმანია;
B: მარიბორი. 22:15. სლოვენია-ჰოლანდია;
A: დომჟალე.  22:30. საფრანგეთი-ისლანდია;
 

7 მაისი, II ტური
B. მარიბორი
. 19:00. ჰოლანდია-ბელგია;
A. დომჟალე. 19:30. საფრანგეთი-საქართველო;
A. ლიუბლიანა. 20:30. ისლანდია-გერმანია;
B. ლენდავა. 22:15. სლოვენია-პოლონეთი;

 

10 მაისი, III ტური
B ლენდავა.
19:30. ჰოლანდია-პოლონეთი;
B. მარიბორი. 19:30. ბელგია-სლოვენია;
A. დომჟალე. 21:30. ისლანდია-საქართველო;
A. ლიუბლიანა. 21:30. გერმანია-საფრანგეთი;
 

13 მაისი, ნახევარფინალები
ლიუბლიანა. 18:30.
A ჯგუფის გამარჯვებული – B ჯგუფის მეორეადგილოსანი;
ლიუბლიანა. 21:30. B ჯგუფის გამარჯვებული – A ჯგუფის მეორეადგილოსანი;
 

16 მაისი, ფინალი
ლიუბლიანა.
21:30.  
 

როგორც იცით, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა შეკრება ავსტრიაში გაიარა და სლოვენიაში 2 მაისს ჩავიდა. ავსტრიაში ქართველებმა ორი ტესტ-მატჩი გამართეს ავსტრიულ კლუბებთან” გრაცის “შტურმის” 18-წლამდელებს 4:0 სძლიეს, “სენტ-ვაიტი” კი 13:0 გაანადგურეს.  
 

მაისურაძის გუნდის განაცხადი:
მეკარეები: 
1. ალექსანდრე ადამია („ოლიმპი“, თბილისი), 12. ნიკა შერმადინი („გაგრა“);
მცველები: 4. ნიკა ჭანტურია, 18. გიორგი გოროზია, 16. გიორგი გაბაძე (ყველა „ლოკომოტივი“, თბილისი), 5. გიგა სამხარაძე, 2. ოთარ კაკაბაძე (ორივე „დინამო“ თბილისი), 3. ლაშა დვალი („ოლიმპი“, თბილისი);
ნახევარმცველები: 7. გიორგი აბურჯანია („ოლიმპი“, თბილისი), 13. მათე ცინცაძე („ლოკომოტივი“, თბილისი), 17. არჩილ მესხი, 6. ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, 8. გიორგი პაპუნაშვილი („დინამო“ თბილისი), 10. ნიკოლოზ ახვლედიანი („ბაია“, ზუგდიდი);
თავდამსხმელები: 11. დავით დარციმელია, 15. ალეკო მზევაშვილი, 14. დავით ჯიქია (ყველა „ლოკომოტივი“, თბილისი), 9. ვანო წილოსანი („დინამო“ თბილისი);
 

გზა სლოვენიამდე
აქვე, საინტერესოა, როგორ განვლეს გზა ფინალურ ეტაპამდე A ჯგუფის წარმომადგენლებმა. ჯერ საკვალიფიკაციო, შემდეგ ელიტ-რაუნდი. საფრანგეთის ნაკრები ერთადერთია, რომელმაც ამ ორ ეტაპზე, 6 მატჩიდან ყველა მოიგო.     
 

საფრანგეთი (მწვრთნელი – ჟან-კლოდ ჟიუნტინი).
საკვალიფიკაციოზე (ლუქსემბურგში):
ფარერებთან 5:0, ლუქსემბურგთან 2:0, ჩრდილოეთ ირლანდიასთან 4:0.
ელიტ-რაუნდზე (საფრანგეთში): იტალიასთან 1:0, შვეიცარიასთან 2:1, შვედეთთან 3:1.
სულ:
6 მოგება, 0 ფრე, 0 წაგება, ბურთები 17:2.
გამორჩეული ფეხბურთელები არიან ფორვარდი ენტონი მარტიალი და ნახევარმცველი მოჰამედ ჩემლალი. აღსანიშნავია, რომ მარტიალმა მთლიანად მიმდინარე 17-წლამდელთა შესარჩევში (საკვალიფიკაციო და ელიტ-რაუნდი ერთად) 7 გოლი გაიტანა.  ამდენივე აქვს ესპანელ სანდრო რამირესს (თბილისში ტრავმის გამო ვერ ჩამოვიდა), ხოლო საუკეთესო ბომბარდირი უნგრელი გერგეი ბობალია 8 გოლით. რაც შეეხება მოჰამედ ჩემლალს, მან 4 ბურთი შეაგდო და 3 საგოლე პასიც მიითვალა.
 

გერმანია (მწვრთნელი – შტეფან ბიოგერი)
საკვალიფიკაციოზე (ესტონეთში):
ესტონეთთან 5:0, ალბანეთთან 1:0, სლოვაკეთთან 2:0.
ელიტ-რაუნდზე (გერმანიაში): თურქეთთან 4:0, ბულგარეთთან 2:1, პორტუგალიასთან 0:0.
სულ:
5 მოგება, 1 ფრე, 0 წაგება, ბურთები 14:1.
გამორჩეულები არიან ფორვარდი საიდ ბენკარიტი და ნახევარმცველი მაქს მაიერი (ორივემ 3-3 გოლი შეაგდო). მთლიანობაში, გერმანიამ მიმდინარე შესარჩევში მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვა.
 

ისლანდია (მწვრთნელი – გუნარ გუდმუნდსონი)
საკვალიფიკაციოზე (ისრაელში):
შვეიცარიასთან 1:5, საბერძნეთთან 1:0, ისრაელთან 1:0.
ელიტ-რაუნდზე (შოტლანდიაში): დანიასთან 2:2, შოტლანდიასთან 1:0, ლიტვასთან 4:0.
სულ:
4 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება, ბურთები 10:7.
როგორც ხედავთ, ისლანდიელებმა საკვალიფიკაციო ეტაპი შვეიცარისთან 1:5 მარცხით დაიწყეს, თუმცა ელიტ-რაუნდზე მაინც პირველი ადგილით მოახერხეს გასვლა. იქ კი, 7 ქულა აიღეს და ბურთების შეფარდებით გაასწრეს დანიას.
 

საქართველო (მწვრთნელი – ვასილ მაისურაძე)
საკვალიფიკაციოზე (მოლდოვაში):
ბულგარეთთან 3:2, მოლდოვასთან 2:1, შვედეთთან 0:2.
ელიტ-რაუნდზე (საქართველოში): ესპანეთთან 1:1, ინგლისთან 1:0, უკრაინასთან 1:0.  
სულ:
4 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება, ბურთები, 8:6.
საქართველოს ნაკრების მიერ გატანილი 8 გოლი: 3 – ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, 2 – გიორგი პაპუნაშვილი, 1 – ნიკა ჭანტურია, ნიკა ახვლედიანი, ალეკო მზევაშვილი. ისე კი, შედეგებს თუ გადავხედავთ, ესპანეთისა და ინგლისის დონის მეტოქეები არავის დაუტოვებია ჯგუფში.     
და ბოლოს, გერმანია ამ ასაკში სამგზის ევროპის ჩემპიონია (1984, 1992, 2009), ხოლო საფრანგეთმა ერთხელ (2004) მოიპოვა ტიტული.

ისტორია – გაგუა, ჟორჟიკაშვილი...
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ისტორიაში მესამედ ითამაშებს ფინალურ ეტაპზე. პირველად ეს მოხდა 1997 წელს, როცა ცხონებულმა რეზო გაგუამ გაიყვანა ნაკრები 16 გუნდს შორის. მართალია, მაშინ 16-წლამდელთა სტატუსი ჰქონდა ტურნირს, მაგრამ ფინალურ ეტაპზე 17 წლისებს შეეძლოთ თამაში.
გაგუას ნაკრებმა გერმანიაში ჩაატარა ფინალური ეტაპი და ჯგუფში სამივე მატჩი წააგო: უნგრეთთან 1:3, იტალიასთან 3:5, ბელგიასთან 1:5.
მეორედ კი, კობა ჟორჟიკაშვილის 17-წლამდელები გავიდნენ ფინალურ ეტაპზე, რომელიც შვედეთში გაიმართა. იქ ქართველებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც მომავალ ჩემპიონ შვეიცარიასთან 0:3 წააგეს. ჯგუფში ქართველებმა ფრედ ითამაშეს გერმანიასთან და პოლონეთთან (ორივე 1:1), უნგრეთს კი 2:1 სძლიეს. 2002 წელს, ქართველთაგან ოთხივე გოლი სანდრო იაშვილმა გაიტანა.

ვინ იმარჯვებდა 17-წლამდელებში...
ესპანეთი ყველაზე ძლიერია ამ ასაკის ნაკრებებს შორის. რვაგზის ჩემპიონობა ბევრ რამეზე მეტყველებს. მოქმედი ჩემპიონი კი ჰოლანდიაა, რომელმაც შარშან ფინალში გერმანიას 5:2 სძლია და პირველად გახდა ევროპაში საუკეთესო.
8 – ესპანეთი (1986, 1988, 1991, 1997, 1999, 2001, 2007, 2008).
5 – პორტუგალია (1989, 1995, 1996, 2000, 2003).
3 – გერმანია (1984, 1992, 2009).
2 – თურქეთი (1994, 2005).
1 – იტალია (1980), საბჭოთა კავშირი (1985), ჩეხოსლოვაკია (1990), პოლონეთი (1993), ირლანდია (1998), შვეიცარია (2002), საფრანგეთი (2004), ინგლისი (2010), ჰოლანდია (2011).  
 

საუკეთესო ფეხბურთელები 2002 წლიდან
2002 – უეინ რუნი (ინგლისი), 2003 – დავიდ როდრიგესი (ესპანეთი), 2004 – სესკ ფაბრეგასი (ესპანეთი), 2005 – ნური შაჰინი (თურქეთი), 2006 – ტონი კროოსი (გერმანია), 2007 – ბოიან კრკიჩი (ესპანეთი), 2008 – დანიელ ალექსიჩი (სერბეთი), 2009 – ბენჯამინ სიეგრისტი (შვეიცარია), 2010 – კონორ უიქჰემი (ინგლისი), 2011 – კაილ ებესილიო (ჰოლანდია).  

საქართველო-გერმანიის წინ
გერმანიას უდავოდ ძლიერი ნაკრები ჰყავს. შტეფან ბიოგერის შეგირდებმა ბოლო 25 მატჩიდან 24 მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს. მატჩს სლოვაკი არბიტრი ივან კრუჟლიაკი გაუძღვება.
გერმანელთა განაცხადი ევროპის ჩემპიონატზე:
მეკარეები: 1. ოლივერ შნიტცლერი, 12. მარვინ შვაბი;
მცველები: პასკალ იტერი, 3. ჟერემი დუჟიაკი, 4. მარიან სარი, 5. ნიკლას სიულე, 14. მარკ ოლივერ კემპფი, 15. კევინ აკპოგუმა;
ნახევარმცველები: 6. ნიკო ბრანდენბურგერი, 8. ლეონ გორეცკა, 10. მაქს მაიერი, 11. მაქს დიტგენი, 16. ნიკლას შტარკი, 20. მარკ შტენდერა;
თავდამსხმელები: 7. იულიან ბრანდტი; 9. საიდ ბენკარიტი, 19. ტიმო ვერნერი, 22. ფელიქს ლიოკემპერი;
და ბოლოს, სლოვენიის სტადიონებზეც: ლიუბლიანის “სტოჟიცე” ქვეყნის მთავარი საფეხბურთო არენაა და 16038 მაყურებელს იტევს. სწორედ აქ გაიმართება საქართველო-გერმანია. რაც შეეხება დანარჩენ სამ სტადიონს - მარიბორის “ლიუდსკი ვრტ” (12994), დომჟალეს “სპორტნი პარკი” (2831), ლენდავას “სპორტნი პარკი” (2020).   
შეხსენებისთვის, ქართველთა მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი გადასცემს.   
 

ილია ნანობაშვილი

0.137165