მსოფლიოს ყოფილი მეორე ჩოგანი, 27 წლის რუსი სვეტლანა კუზნეცოვა ამჟამად ამერიკაში იმყოფება და ცინცინატის სუპერტურნირის დაწყებამდე დროს მხიარულად ატარებდა.
“მოგესალმებით ყველას! როგორ მოგწონთ ჩემი ფოტო? არაყი არ მიყვარს, თუმცა, უცხოეთში ასეთ წარწერას რომ შეხვდები, აუცილებლად სურათი უნდა გადაიღო!!!” - დაწერა სვეტლანამ სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ მიკრობლოგში და ტექსტს ამერიკაში გადაღებული რამდენიმე ფოტოც დაურთო.