ფეხბურთი

12:46 | 24.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

სვენ ბენდერს 10 კვირა გაუცდება

გერმანული “დორტმუნდის” ნახევარმცველი სვენ ბენდერი თავის გუნდს 10 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. დორტმუნდელთა ოფიციალური საიტის ცნობით, შუახაზელი “ჰამბურგთან” ბუნდესლიგის უკანასკნელი ტურის მატჩში (0:3) დაშავდა.

“დორტმუნდის” სამედიცინო შტაბის წევრების განცხადებით, ბენდერის მკურნალობას 6 კვირა დასჭირდება. ამის შემდეგ, გერმანელი ინდივიდუალური პროგრამით 4 კვირას ივარჯიშებს და საერთო ჯამში, დაახლოებით ორთვენახევრის გამოტოვება მოუწევს.

ამგვარად, ბენდერი სანკტ-პეტერბურგის “ზენიტთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის ორივე 1/8-ფინალურ მატჩს გამოტოვებს.

 

0.115829