გასულ უქმეებზე ლენტეხმა ახალგაზრდა ძიუდოისტებს შორის საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა. შიდა კონკურენციაში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის 160-ზე მეტი სპორტსმენი ჩაერთო.
საქართველოს პირველობის გამორჩეულ ძიუდოისტებს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია გუგავა უახლოეს შეკრებებზე დააკვირდება. 2-3 აგვისტოს, გუნდის მთავარ კანდიდატებს ბერლინში გასამართ საერთაშორისო ტურნირზე აჭიდავებს.
რაც შეეხება სეზონის უმთავრეს შეჯიბრებს, 2014 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს 19-20 სექტემბერს ბუქარესტი უმასპინძლებს, მსოფლიოს პირველობა კი 22-26 ოქტომბერს, მაიამიში გაიმართება.
ძიუდო
საქართველოს ჩემპიონატი
ახალგაზრდები
ლენტეხი. 7-8 ივნისი
ვაჟები
55 კგ
1 ილია შუბითიძე (თბილისი)
2 ალეკო ქვრივიშვილი (თბილისი)
3 ირაკლი კუპატაძე (კახეთი)
3 არჩილ ქარელიშვილი (შიდა ქართლი)
60 კგ
1 გელა ლიპარტელიანი (იმერეთი)
2 რამაზ გუგულაშვილი (თბილისი)
3 ლაშა ჩადუნელი (შიდა ქართლი)
3 ნიკა ხუციშვილი (თბილისი)
66 კგ
1 ბექა ვიბლიანი (ქვემო ქართლი)
2 გელა კელიხაშვილი (მცხეთა-მთიანეთი)
3 ზვიად ხუბულური (სამცხე-ჯავახეთი)
3 ცოტნე მელაშვილი (თბილისი)
73 კგ
1 კობა მჭედლიშვილი (კახეთი)
2 აპოლონ ზურაბიანი (რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი)
3 ვანო ჩურჩხელაშვილი (კახეთი)
3 გიორგი კაციაშვილი (შიდა ქართლი)
81 კგ
1 ლევან გუგავა (იმერეთი)
2 გიორგი ქურდიანი (თბილისი)
3 მიხეილ მეზურნიშვილი (თბილისი)
3 თამაზ კირაკოზაშვილი (კახეთი)
90 კგ
1 ნოდარ ბერიანი (ქვემო ქართლი)
2 ნიკა აბულაძე (მცხეთა-მთიანეთი)
3 დავით ოზბეთელაშვილი (თბილისი)
3 ზაურ მამარდაშვილი (კახეთი)
100 კგ
1 ჯაბა მუმლაძე (კახეთი)
2 რეზო წულუკიძე (აჭარა)
3 მიხეილ ჟორჟოლიანი (სამეგრელო-ზემო სვანეთი)
3 კარლო ნემსიწვერიძე (იმერეთი)
+100 კგ
1 გიგა გელაშვილი (შიდა ქართლი)
2 გიორგი ლაზუაშვილი (იმერეთი)
3 შმაგი ონიანი (რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი)
3 ზაზა გოჯიაშვილი (თბილისი).