ფეხბურთი

1:45 | 19.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

სუპერთასი სუპერიუვეს

იტალიიის სუპერთასის მფლობელი, ზედიზედ მეორედ, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ტურინის „იუვენტუსი“ გახდა. „ბებერმა სინიორამ“, რომში გამართულ შეხვედრაში, „ლაციო“ 4:0 გაანადგურა.

ტურინელებმა პირველ ტაიმში 1 გოლი იკმარეს, ხოლო შესვენების შემდეგ, ოთხწუთიან მონაკვეთში, მეტოქეს 3-ჯერ გაუტანეს. ანგარიში პოგბამ გახსნა, რასაც თითო გოლი კიელინიმ, ლიხტშტაინერმა და ტევესმა დაამატეს. ამ უკანასკნელმა, „იუვეს“ ეფექტური კომბინაციის შემდეგ, ახალი გუნდის მაისურით თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.

ამ მოგების შემდეგ, „იუვენტუსს“ იტალიის 6 სუპერთასი აქვს. ამ მანჩვენებლით, ტურინელები აქამდე ერთპიროვნულად პირველ ადგილზე მყოფ „მილანს“ გაუთანაბრდნენ.

 

იუვენტუსი-ლაციო 4:0 (1:0)

რომი, “ოლიმპიკო

იუვენტუსი (3-1-4-2): ბუფონი, ბარძალი (კასერესი 76), ბონუჩი, კიელინი, პირლო, ლიხტშტაინერი (ოგბონა 81), მარკიზიო (პოგბა 20), ვიდალი, ასამოა, ვუჩინიჩი, ტევესი.

მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

ლაციო (4-2-3-1): მარკეტი, კავანდა, ბიავა, დიასი, რადუ (ედერსონი 57), ბილია, ლედესმა (ფლოკარი 57), კანდრევა, ერნანეში (ონასი 72), ლულიჩი, კლოზე.

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი.

გოლები: 1:0 პოგბა (23), 2:0 კიელინი (52), 3:0 ლიხტშტაინერი (54), 4:0 ტევესი (56).

გაფრთხილებები: ბარძალი 43 - ერნანეში 31, დიასი 59.

მსაჯი: ჯანლუკა როკი.

ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 9 (7)-15 (6), კუთხური: 2-4, თამაშგარე: 1-0, სეივი: 6-3, ჯარიმა: 12-13.

0.111541