თამაშგარე

20:45 | 16.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

“სუპერმარიო” მამობის კანდიდატია

მეძავი ჯენი ტომპსონი, რომელთანაც საკუთარ 5-თვის ფეხმძიმე მეუღლეს “მანჩესტერ იუნაიტედის” 26 წლის ფეხბურთელმა, უეინ რუნიმ უღალატა, ორსულადაა. ვარაუდობენ, რომ ჯენის ცხოვრებაში 100-ზე მეტი მამაკაცი იყო, ამიტომ, მომავალმა დედამ დნმ-ის ანალიზის ჩატარება გადაწყვიტა.
ამჟამად, ტომპსონი 6-თვის ფეხმძიმეა და თავისი ბავშვის შესაძლო მამად ხუთ მამაკაცს მიიჩნევს, რომელთა შორის, უეინ რუნის ნაცვლად, “მანჩესტერ სიტის” 21 წლის ფეხბურთელი მარიო ბალოტელი მიიჩნევა.
ტომპსონის თქმით, “სუპერმარიო” მისთვის, რუნიზე საინტერესო პიროვნებაა, რადგან კარგი იუმორის გრძნობა აქვს და ჭკვიანია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯენი და მარიო, 5-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორჯერ დაკავდნენ სექსით. შეგახსენებთ, რომ აფრო-იტალიელი ფეხბურთელი შვილს, ყოფილი შეყვარებულის - 24 წლის იტალიელი მოდელის, რაფაელა ფიკოსგანაც ელის.
 

0.13974