კალათბურთი

18:47 | 14.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

სუპერლიგის მოწინავე ექვსეული

 საქართველოს XXIII საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული პირველობის საწყისი წრის ბოლო ტურს ერთბაშად რამდენიმე კითხვისთვის უნდა გაეცა პასუხი. მართალია, თბილისის “დინამომ” პირველ წრეში ლიდერობა ბოლოსწინა ტურში გაინაღდა, თუმცა, გუშინდლამდე დაუმარცხებლად მიდიოდა და ქუთაისს მორიგი 2 ქულის ასაღებად ეწვია. მოგებისთვის “ქუთაისიც” გახლდათ განწყობილი და უაღრესად დაძაბულ ორთაბრძოლაში დინამოელებმა პირველი მარცხი იწვნიეს. დიდ ინტერესს იწვევდა “არმიისა” და “სოხუმის” სადღეისო დაპირისპირება, მაგრამ თბილისის სპორტის სასახლეში გამართული მეორე (რიგით პირველი) ასპარეზობა მაყურებლისთვის უფრო მიმზიდველი და თვალსასეირო გამოდგა - “შსს აკადემიისა” და “ბათუმის” მატჩში გამარჯვებული შეხვედრის უკანასკნელ წამებზე გამოვლინდა.

...წინა ტურში აკადემიელები მატჩის მსვლელობისას “სოხუმს” 22 ქულას უგებდნენ, საბოლოოდ კი ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა მოგება მაინც მოახერხა. ცხადია, სოხუმელებმა გამარჯვებისადმი დაუოკებელი სწრაფვა გამოავლინეს, არჩილ ჟღენტის გუნდი კი გარკვეულწილად უიღბლობამ დააღალატა. სამაგიეროდ, ფორტუნა დღეს “შსს აკადემიის” მხარეს იყო და მათ ბათუმელებთან დაპირისპირების დასკვნით ნაწილში სატურნირო და ფსიქოლოგიური ასპექტით ძალოვნებმა მნიშვნელოვანი მატჩი მოიგეს. რასაკვირველია, ამ შემთხვევაშიც არჩილ ჟღენტის შეგირდების მონდომებას და ბოლომდე ბრძოლის ჟინს ხაზს ვუსვამთ.

“ბათუმმა” პირველი პერიოდი 8 ქულით მოიგო, მეორეში ზღვისპირელთა უპირატესობამ 12-საც მიაღწია და თითქოს 3 ლეგიონერით გაძლიერებულ გუნდს უნდა მოეგო, მაგრამ მესამე მეოთხედის დასაწყისში “აკადემიამ” ქულათა დეფიციტი ოთხამდე შეამცირა (44:48, 46:50). ჯეიმი ჯექსონისა და ჯუნიორ ქედუგანის ზუსტი და ეფექტური თამაშის წყალობით სტუმრებმა კვლავ სოლიდურ სხვაობას მიაღწიეს (57:46), მაგრამ მეოთხე პერიოდამდე დარჩენილ დროში მასპინძლებმა ჩამორჩენა კვლავ 4 პუნქტამდე (56:60) დაიყვანეს. ბოლო პერიოდში თამაში ქულა-ქულაში წავიდა, გადამწყვეტი კი ის მომენტი გამოდგა, როდესაც არბიტრებმა ორივე გუნდის მოთამაშეებს შორის მომხდარი აყალ-მაყალის დროს დამნაშავედ ბათუმელი ავთანდილ ელიაშვილი მიიჩნიეს და გასახდელისკენ მიუთითეს. ამ მომენტით მშვენივრად ისარგებლა მერაბ ბოქოლიშვილმა. მან ჯერ ორივე საჯარიმო გამოიყენა სათანადოდ, შემდეგ საკუთარი გუნდის შეტევისას ორქულიანიც ზუსტად გაისროლა და საფინალო სირენამდე 30 წამით ადრე “შსს აკადემია” 73:71 გაიყვანა წინ. მომდევნო შეტევა ბათუმელებმა გააცუდეს და მას შემდეგ, რაც ფინიშამდე 12 წამით ადრე ბექა ჩიკვილაძემ საჯარიმო ტყორცნის შედეგად ანგარიში 74:71 გახადა, დიდწილად გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვა. საბოლოოდ “შსს აკადემიამ”  75:72 მოიგო და მიმდინარე სუპერლიგაში მეოთხე წარმატებას მიაღწია.

მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ აკადემიელებს მწვრთნელი შეეცვალათ. სერბი დრაგან პეტრიჩევიჩი არჩილ ჟღენტმა შეცვალა. ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობით გუნდმა 3 შეხვედრა ჩაატარა და სამივეში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. “შსს აკადემიამ” რუსთავში იმარჯვა, “სოხუმთან” მატჩზე უკვე მოგახსენეთ, დღეს კი იმ “ბათუმს” სძლია, რომელიც ფავორიტად მოიაზრებოდა. ნამატჩევს ბატონმა არჩილმა განაცხადა, მეორე წრიდან ჩვენი გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდება და თამაშსაც მოვუმატებთო. თუკი ლეგიონერების დამატება მოხერხდა, ჩვენი ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ “შსს აკადემიას” ტიტულის შენარჩუნების საფუძვლიანი პრეტენზია ექნება.

“სოხუმმა” წლეულს თავისი პირველი ტიტული მოიპოვა. დუდუ დადიანის ხსოვნის მემორიალის ფინალში კვარაცხელიას შეგირდებმა “არმიას” მოუგეს და მიმდინარე სეზონში მეორედაც, ამჯერად რეგულარულ პირველობაზე მოახერხეს ექსჩემპიონის ძლევა. კოტე ტუღუშის გუნდის თამაშს უარყოფითი დაღი დაასვა ტრავმირებული მიხეილ ბერიშვილისა და თეიმურაზ ბაბუნაშვილის არყოფნამ, სოხუმელებს კი ირაკლი ჩლაიძე დაუბრუნდათ, რამაც მის პარტნიორებზე ფსიქოლოგიურად დადებითად იმოქმედა. ზემოთ, რამდენჯერმა სპორტული იღბალი ვახსენეთ. ხდება ხოლმე – გუნდის მოთამაშეები “მარცხენა ფეხზე ადგებიან” და ბევრი რამ არ გამოსდით. დაახლოებით ასეთ შემთხვევასთან გვქონდა დღეს ადგილი არმიელებთან მიმართებაში. მარტივ სიტუაციებში კალათბურთელები ხშირად ისეთ შეცდომება უშვებდნენ, მხოლოდ უიღბლობას თუ მივაწერთ. “სოხუმს” რაც შეეხება, მისი თამაში მეტოქის შეცდომებზე არ იყო გათვლილი. მთლიანად კოლექტიურ მონდომებას, ჩლაიძის, ჯოშუა ჯექსონის, ჯერემი სიმონსის კარგი თამაში შეერწყა და გუნდი საჩემპიონატო შესვენებას კარგ ხასიათზე შეხვდა.

პირველი წრის დასრულების შემდეგ ის 6 გუნდი გამოიკვეთა, რომელსაც მედლების მოპოვებაზე საფუძვლიანი პრეტენზია ექნება. ლიდერ “დინამოს” (7 მოგება, ერთი მარცხი) ქულით “არმია” და “ქუთაისი” (6-6 მოგება, 2-2 წაგება) ჩამორჩება, ბათუმელებმა და სოხუმელებმა გამარჯვების გემო 5-5-ჯერ გაიზიარეს, “შსს აკადემია” კი 4 მოგებით მეექვსე პოზიციაზეა.  

 

ქ. თბილისი არმია 56 - 79 სოხუმი 14.12.13, 14:00
  გუნდი 1 2 3 4 ჯამ  
არმია 12 10 11 23 56
სოხუმი 15 18 24 22 79
არმია
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
5 ზვიად ბაბიაშვილი 21:52 5 9 55.6 0 2 0 0 0 0 2 7 9 0 0 3 0 0 10
6 ანატოლი ბოისა * 29:12 0 5 0 0 4 0 0 0 0 0 3 3 0 1 2 1 0 0
8 ვაჟა ჯანაშია 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
9 ბუბა კვიმსაძე * 27:23 2 4 50 1 3 33.3 0 0 0 1 5 6 2 3 1 2 0 7
10 ილია შიოლაშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
11 გიორგი ჯგერენაია * 17:17 2 13 15.4 0 0 0 4 4 100 4 2 6 0 1 2 0 0 8
13 ბექა წივწივაძე * 32:26 2 6 33.3 1 5 20 0 0 0 2 2 4 1 5 2 2 0 7
14 ჟოლივეტ ტუჯანი 03:35 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 0 0
23 გიორგი შარაბიძე * 29:28 2 7 28.6 0 1 0 9 11 81.8 3 2 5 1 1 4 2 1 13
24 გიგა კვეტენაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
33 ტატო ჩაჩიბაია 26:49 3 5 60 1 3 33.3 0 0 0 1 2 3 1 3 3 1 0 9
55 ირაკლი კეიდია 11:58 1 3 33.3 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 1 0 0 0 2
4 4 8 0 0 0 1 0 0
17 53 32.08 3 18 16.67 13 15 86.67 17 28 45 5 16 19 8 1 56
 
სოხუმი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
5 პეტერ ივანიჩი * 28:41 3 4 75 0 2 0 0 0 0 0 2 2 5 2 5 1 0 6
6 შოთა გოლეთიანი 00:38 0 0 0 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
7 ირაკლი ჩლაიძე * 24:09 4 5 80 3 8 37.5 1 1 100 1 3 4 1 0 1 1 1 18
8 გელა კოპალიანი 02:04 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 1 0 0 0 0 0 0
11 გრიგოლ შვანგირაძე 15:51 1 3 33.3 1 4 25 0 0 0 0 5 5 0 1 2 1 0 5
12 ირაკლი გაბისონია 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
13 რატი ბააკაშვილი 09:15 0 1 0 1 2 50 0 0 0 0 2 2 1 1 3 1 0 3
14 ვახტანგ ქადარია * 22:47 1 2 50 0 1 0 2 2 100 0 4 4 1 4 0 0 0 4
21 ჯერემი საიმონსი * 34:00 6 10 60 0 0 0 2 3 66.7 6 11 17 3 2 2 1 3 14
22 დავით დეკანოიძე 02:04 1 2 50 0 1 0 2 2 100 0 0 0 0 0 0 0 0 4
33 ბექა ბექაური 21:09 0 2 0 1 2 50 1 2 50 1 4 5 1 4 1 1 2 4
55 ჯოშუა ჯეკსონი * 39:22 1 5 20 5 12 41.7 4 4 100 0 2 2 3 2 5 2 0 21
1 0 1 0 0 0 0 0 0
17 34 50.00 11 33 33.33 12 14 85.71 10 33 43 15 16 19 8 6 79
 
 დასაბეჭდი ვერსია

მსაჯები: მაკა კუპატაძე, ზაზა მაჩალაძე, დავით ბერიშვილი

კომისარი: როლანდ ხომერიკი 


 

ქ. თბილისი შსს აკადემია 75 - 72 ბათუმი-რსუ 14.12.13, 11:45
  გუნდი 1 2 3 4 ჯამ  
შსს აკადემია 24 16 16 19 75
ბათუმი-რსუ 32 16 12 12 72
შსს აკადემია
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
5 თორნიკე ქიტოშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
6 ბექა ჩიკვილაძე * 29:59 0 4 0 1 5 20 1 2 50 0 4 4 9 4 1 0 0 4
7 ლექსო ლაფანაშვილი 08:32 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 1 0 0 1 0 0 0
8 მერაბ ბოქოლიშვილი * 37:15 6 10 60 2 7 28.6 4 4 100 3 1 4 1 1 6 0 0 22
9 ილია ლონდარიძე * 28:59 12 18 66.7 0 0 0 2 2 100 1 8 9 0 4 6 3 4 26
11 ლერი კვანტალიანი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
12 მერაბ მირზიაშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
20 აკაკი ლომოური 26:46 0 1 0 1 4 25 1 2 50 0 5 5 0 3 0 1 1 4
22 დავით უგრეხელიძე * 10:59 1 3 33.3 0 0 0 0 0 0 2 3 5 0 3 0 0 1 2
23 შოთა გელაზონია 10:03 1 2 50 0 0 0 0 0 0 1 0 1 1 1 1 1 0 2
30 რევაზ როგავა * 35:44 4 11 36.4 1 4 25 4 4 100 2 3 5 3 5 0 2 0 15
33 კოკა ტომარაძე 11:43 0 2 0 0 0 0 0 0 0 1 3 4 2 1 2 0 0 0
1 3 4 0 0 0 0 0 0
24 51 47.06 5 20 25.00 12 14 85.71 12 30 42 16 22 17 7 6 75
 
ბათუმი-რსუ
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
5 ივანე მაისურაძე * 23:43 1 2 50 1 3 33.3 2 3 66.7 0 4 4 0 3 0 1 0 7
6 ნიკა რამიშვილი 18:48 2 4 50 1 3 33.3 0 0 0 0 4 4 3 3 3 0 0 7
7 მანუჩარ ნინუა 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
8 ავთანდილ ელიაშვილი 22:42 1 3 33.3 0 1 0 0 0 0 3 1 4 1 2 3 1 1 2
11 ლაშა კეშელავა 08:07 1 1 100 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 0 1 2
12 ირაკლი კობიძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
13 მამუკა ბოლქვაძე * 09:16 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 1 0 1 2 1 0 0
15 ლევან ელიაძე 06:22 0 0 0 0 1 0 0 0 0 0 2 2 0 0 0 0 0 0
20 ჯუნიორ ქედუგინი * 37:02 6 15 40 1 4 25 3 6 50 2 5 7 3 3 3 3 0 18
34 ჯერემი სეფოლდი * 36:04 6 10 60 1 6 16.7 5 7 71.4 1 6 7 1 3 1 3 0 20
35 ჯეიმი ჯექსონი * 37:56 7 17 41.2 0 0 0 2 6 33.3 6 7 13 0 3 3 1 4 16
3 1 4 0 0 0 0 0 0
24 52 46.15 4 19 21.05 12 22 54.55 16 30 46 8 19 15 10 6 72
 
 დასაბეჭდი ვერსია

მსაჯები:მაკა კუპატაძე, დავით ბერეკაშვილი, დავით ბერიშვილი

კომისარი:როლანდ ხომერიკი

 

სატურნირო მდგომარეობა
  გუნდი მ/წ. ბურთები ქულა
1 დინამო 8 7 / 1 703 / 532 15
2 არმია 8 6 / 2 616 / 537 14
3 ქუთაისი 8 6 / 2 692 / 556 14
4 ბათუმი-რსუ 8 5 / 3 698 / 632 13
5 სოხუმი 8 5 / 3 644 / 547 13
6 შსს აკადემია 8 4 / 4 565 / 601 12
7 რუსთავი 8 2 / 6 528 / 649 10
8 ოლიმპი 8 1 / 7 578 / 682 9
9 მაკაბი 8 0 / 8 556 / 844 8

 

0.210425