კალათბურთი

22:07 | 22.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

სუპერლიგის მონაწილეთა სია 8-მდე შეივსო

22 სექტემბერს ამოიწურა კალათბურთის ფედერაციაში 2014-15 წლების სეზონში მონაწილეობის მსურველი გუნდების განაცხადის შეტანის ვადა. „დინამოს“, „ქუთაისი-2010“-ის, „არმიას“, „ბათუმი-რსუს“, „რუსთავის“, „ოლიმპისა“ და „სოხუმის“ შემდეგ, ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი „შსს აკადემია“ მე-8 გუნდი გახდა, რომელმაც საქართველოს 2014-15 წლების საკალათბურთო სეზონში მონაწილეობის სურვილი წერილობით დააფიქსირა.

ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს“ „შსს აკადემიას“ მთავარმა მწვრთნელმა არჩილ ჟღენტმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 2014-15 წლების საკალათბურთო სეზონი 18 ოქტომბერს „დუდუ დადიანის“ მემორიალით გაიხსნება, ხოლო ერთი კვირის შემდეგ, 25 ოქტომბერს საქართველოს 24-ე ეროვნული ჩემპიონატი დაიწყება.

0.32505