ფეხბურთი

18:52 | 21.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სუონსი” მიჩუს გაშვებას არ აპირებს

ინგლისის პრემიერლიგაში მოთამაშე “სუონსი” ესპანელი თავდამსხმელის, მიჩუს გუნდიდან გაშვებას არ აპირებს. ამ ინფორმაციას უელსელთა მთავარი მწვრთნელი გარი მონკი ავრცელებს.

მიჩუ “სუონსიში” 2012 წლიდან თამაშობს. წარმატებული პირველი სეზონის შემდეგ, მიჩუმ რამდენიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც, მან პრემიერლიგის 2013-14 წლების გათამაშებაში მხოლოდ 17 თამაში ჩაატარა. ამის გამო, ბოლო დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “სუონსი” 28 წლის ესპანელის გაყიდვას აპირებდა.

“კლუბის ხელმძღვანელობიდან მიჩუს ტრანსფერზე დაყენებას არავინ აპირებს. ამ ეტაპზე, მის ფიზიკურ ფორმაზე ვზრუნავთ. მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნდეს და მან “სუონსისთვის” მომდევნო სეზონშიც გაიტანოს.

მიჩუ გუნდს ჭირდება. არ დაგვვიწყებია, როგორ ფორმაში იყო ის წინა სეზონში. მიჩუ უმაღლესი დონის ბომბარდირია.” – ციტირებს მონკის სიტყვებს Wales Online.

თეგებისუონსიმიჩუ
0.114891