ფეხბურთი

18:52 | 14.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

სულეიმანი “ბენფიკას” უახლოვდება

 

დიდი ალბათობით, ამსტერდამის “აიაქსის” შემტევი მირალემ სულეიმანი კარიერას ლისაბონის “ბენფიკაში” განაგრძობს. Maisfutebol-ის ცნობით, სერბი “არწივებს” ზაფხულიდან შეუერთდება.

სულეიმანის “აიაქსთან” კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. ამგვარად, “ბენფიკა” თავდამსხმელს ხელში უფასოდ ჩაიგდებს. ზემოთთქმული წყაროს ინფორმაციით, სულეიმანი უკვე იმყოფებოდა ლისაბონში, სადაც ადგილობრივ მხარესთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე მოილაპარაკა.

აღსანიშნავია, რომ ლისაბონელები სულეიმანის შეძენას იანვარშიც ცდილობდნენ, მაგრამ ფეხბურთელმა ამსტერდამში დარჩენა გადაწყვიტა.

0.122966