ფეხბურთი

19:08 | 1.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

სუარესს ვარჯიშის შანსი გაუჩნდა

შესაძლოა, ჯორჯო კიელინის კბენისთვის დასჯილ ლუის სუარესს ვარჯიშის ნება მიეცეს. ბრიტანული მედიის ცნობით, ურუგვაის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდის ბედი 8 აგვისტოს დანიშნულ სხდომაზე გადაწყდება.

კატალონიური კლუბის წარმომადგენლებმა გუნდის ახალწვეულის 4-თვიანი დისკვალიფიკაცია გაასაჩივრეს. ბარსელონელები სასჯელის მოხსნას არ ელიან, მაგრამ მისი შემსუბუქების დიდი იმედი აქვთ.

არაა გამორიცხული, სპორტულმა არბიტრაჟმა სუარესს გუნდთან ერთად ვარჯიშისა და მატჩებზე დასწრების ნება დართოს.

 

0.130346