ფეხბურთი

11:17 | 25.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

სუარესი წასვლაზე ფიქრობს

მას შემდეგ, რაც სადისციპლინო კომიტეტმა ინგლისური “ლივერპულის” მეგოლე ლუის სუარესი 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, თავდამსხმელი კლუბის შეცვლაზე დაფიქრდა. ამის შესახებ Guardian-ი იუწყება.

მერსისაიდელებმა ურუგვაელის დარჩენის სურვილი ღიად დააფიქსირეს, მაგრამ ყველაფერი თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული. სავარაუდოდ, სუარესი სეზონს ჩაამთავრებს და განცხადებას შემდეგ გააკეთებს.

ურუგვაელის ხილვით, ტურინის “იუვენტუსი” და მადრიდის “ატლეტიკო” არიან დაინტერესებულნი. ფინანსური მდგომარეობის გამო, “ბებერ სინიორას” ურუგვაელის მოთხოვნების დაკმაყოფილება გაუჭირდება. რაც შეეხება “ატლეტიკოს”, თუკი მადრიდელები რადამელ ფალკაოს ლონდონის “ჩელსიში” გაყიდიან, სუარესისთვის ბრძოლაში ფავორიტები გახდებიან.

 

0.11379