ფეხბურთი

18:41 | 29.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

სუარესი თურმე "ნასიონალშიც" იკბინებოდა

 

Daily star-ის ცნობით, ლუის სუარესს მხოლოდ სამი კი არა, რვა ფეხბურთელისთვის უკბენია. ფიფას დისციპლინარულმა კომიტეტმა ურუგვაელს ასეთი სასჯელი (4 თვის განმავლობაში უთამაშებლობა) იმიტომაც დაუწესა, რომ სუარესი თურმე სამშობლოში, მონტევიდეოს "ნასიონალში" თამაშისასაც იკბინებოდა. 5 ასეთი შემთხვევა ყოფილა ურუგვაიში და ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია იმიტომ არ ახმაურებდა, რომ ლუისის რეპუტაცია არ შეელახა.

სუარესი "ნასიონალიდან" 2006 წელს გადავიდა ჰოლანდიურ "გრონინგენში". ოტმან ბაკალი, ბრანისლავ ივანოვიჩი, ჯორჯო კიელინი – ამ ფეხბურთელებმა იგემეს ურუგვაელის კბილები, თუმცა აღმოჩნდა, რომ მანამდე კიდევ 5 ფეხბურთელი დაუკბენია სამშობლოში.   

0.120111