ფეხბურთი

20:26 | 11.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

სუარესი სპორტულ არბიტრაჟს მიმართავს

ლუის სუარესი FIFA-ს გადაწყვეტილებას სპორტულ არბიტრაჟში გაასაჩივრბს. ამის შესახებ “ბარსელონას” ახალწვეულის ადვოკატი, ალეხანდრო ბალბი აცხადებს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ FIFA-მ სუარესის საჩივარი არ დააკმაყოფილა და მისი სასჯელი – ფეხბურთიდან 4 თვით მოკვეთა – ძალაში დატოვა.

“კვლავ მიგვაჩნია, რომ სიტუაციის შეცვლა შესაძლებელია. გაკვირვებულნი ვართ იმით, რომ კომიტეტმა სასჯელი არ შეამსუბუქა. ამიტომ, ვაპირებთ ლოზანის სასამართლოს მივმართოთ. დადებითი შედეგის მიღების პრეცედენტები უკვე არსებობს. ამის გამო იმედი გვაქვს, რომ სასჯელი შემსუბუქდება.” – ციტირებს ბალბის სიტყვებს Marca.

0.117781