ლუის სუარესმა გუშინ ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა “ლივერპულთან” და კვირაში 200 ათასიანი ხელფასით, მერსისაიდელთა 121 წლიან ისტორიაში ყველაზე მაღალანზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. “კარდიფთან” მან დუბლი გაიფორმა და პირველი მოთამაშე შეიქნა პრემიერლიგაში, ვისაც ერთი თვის განმავლობაში ათჯერ გაუტანია.
პირველი გოლი ურუგვაელმა 25-ე წუთზე გაიტანა, მას შემდეგ რაც ჯორდან ჰენდერსონთან გაითამაშა კომბინაცია. მეორე გოლი სუარესმა, ფაქტობრივად, აჩუქა 19 წლის რაჰიმ სტერლინგს, ტაიმის მიწურულს კი ისევ ჰენდერსონის პასით შორეულ კუთხეში გაიტანა. პირველ ტაიმში სამბურთიანმა უპირატესობამ ისევ განადგურების “სუნი დააყენა,” მაგრამ მეორე ნახევარი უფრო მშვიდი გამოდგა. უელსელებმა კი ერთი ბურთი გაქვითეს. ამრიგად, “ლივერპულმა” მიჯრით მეოთხე მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა მინიმუმ ორშაბათ საღამომდე, თუ იმასაც გავითვალიწინებთ, რომ “არსენალი” “ჩელსის” მასპინძლობს, “წითლების” ლიდერობა შესაძლოა, მეტ ხანსაც გაგრძელდეს. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ბრენდან როჯერსის შეგირდებს ახალ წლამდე ორი ურთულესი გასვლა უწევთ, ჯერ “სიტისთან,” შემდეგ “ჩელსისთან.” ალბათ, სწორედ ამ მატჩების შემდეგ გვეცოდინება რეალურად რამდენად საფუძვლიანია ლივერპულელთა საჩემპიონო ამბიციები.
ზედიზედ მეორედ მოიგო “მანჩესტერ იუნაიტედმა.” თანაც არ დაგვავიწყდეს, მანჩესტერელებს თვეზე მეტია შინაურ “ოლდ ტრეფორდზე” აღარ ემარჯვათ. ანგარიში დენი უელბეკმა გახსნა, შემდეგ კი პრემიერლიგაში თავისი მესამე გოლი გაიტანა 18 წლის ადნან იანუზაიმ. ჭაბუკმა, რომელსაც ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად მიიჩნევენ. სხვათა შორის, ალბანური წარმოშობის ბელგიელმა მეკარე ადრიანს გფაუტანა, რომელიც პრემიერლიგაში თავის პირველ მატჩს ატარებდა. ჯამში მანჩესტერელებს “ჩაქუჩების” დამარცხება არ გასჭირვებიათ.
“სიტი” ლონდონს დაშავებული მთავარმეგოლის - არგენტინელი სერხიო აგუეროს გარეშე ეწვია. როგორც იქნა, სასტაროში გამოჩნდა მეკარე ჯო ჰარტიც, რომელიც თვეზე მეტ ხანს “დასჯილი” იყო. “ქალაქელებმა” პირველი გოლი იაია ტურეს ჯარიმით გაიტანეს. საინტერესოა, რომ კოტდივუარელი წლევანდელ პრემიერლიგაში სტანდარტული დარეტყმების საუკეთესო შემსრულებლად ითვლება. შემდეგ კომპანიმ შეაგდო, ასევე “სტანდარტით.” ბელგიელმა ამ მატჩში კიდევ ერთხელ გაიტანა, მაგრამ ამჯერად საკუთარ კარში. ჯამში კი სტუმრებმა კლასით აჯობეს მასპინძლებს.
ლივერპული – კარდიფი 3:1 (3:0)
ლივერპული. “ენფილდი.” 44 621
ლივერპული: მინოლე, ჯონსონი, შკრტელი, საკო, ფლანაგანი (კელი 5), ლუკას ლეივა, ალენი, ჰენდერსონი, ფილიპე კოუტინიო (აგერი 83), სტერლინგი, სუარესი
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
კარდიფი: მარშალი, ტეილორი, ტერნერი, თეოფილე კეტრინი, კოლკერი, უითინგემი, მედელი (კემპბელი 55), მატჩი, გუნარსონი (კორნელიუსი 80), ნუნი, ოდემვინგიე (ბო-კიუნგ კიმი 55)
მწვრთნელი: მალკი მაკაი
გოლები: 1:0 სუარესი (25), 2:0 სტერლინგი (42), 3:0 სუარესი (45), 3:1 მატჩი (58)
გაფრთხილება: შკრტელი (41), სტერლინგი (72)
მსაჯი: ლი პრობერტი
ბურთის ფლობა: 63%-37%, დარტყმა: 3(12)-3(4), ჯარიმა: 10-13 კუთხური: 9-5, თამაშგარე: 3:1, სეივი: 2-4
კრისტალ პალასი – ნიუკასლი 0:3 (0:2)
ლონდონი. “სელჰერსტ პარკი.”
კრისტალ პალასი: სპერონი, მარიაპა, გაბიდონი, დელანი, მოქსი (პარი 46), უარდი, იედინაკი, პანჩონი, ბენანი (ბოლასიე 46), შამახი, ჯერომი (გეილი 77)
მწვრთნელი: ტონი პულისი
ნიუკასლი: კრული, კოლოჩინი, დებიუში, უილიამსონი, სანტონი, კაბაიე (ბენ არფა 79), ტიოტე, სისოკო, ანიტა, რემი (შოლა ამეობი 75), გუფრანი
მწვრთნელი: ალან პარდიუ
გოლები: 0:1 კაბაიე (25), 0:2 გაბიდონი (ს.კ 39), 0:3 ბენ არფა (86)
გაფრთხილება: შამახი (83); ტიოტე (64), კოლოჩინი (67)
მსაჯი: ნილ სუორბრიკი
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 5(3)-5(4), ჯარიმა: 9-12, კუთხური: 3-7, თამაშგარე: 5-6, სეივი: 3-4
ფულემი – სიტი 2:4 (0:2)
ლონდონი. “ქრეივენ კოტეჯი.”
ფულემი: სტეკელენბურგი, სენდეროსი (ამორებიეტა 37), რიისე, ჰიუზი, რითერი, დეჟაგა (კასამი 65), სიდუელი, პარკერი, რიჩარდსონი, ტაარაბტი, კარაგუნისი (ბენტი 82)
მწვრთნელი: რენე მელენსტეენი
სიტი: ჰარტი, კომპანი, დემიკელისი, კლიში, კოლაროვი, ნასრი (მილნერი 75), დავიდ სილვა (ხავი გარსია 84), იაია ტურე, ფერნანდინიო, ნეგრედო, ჯეკო (ხესუს ნავასი 58)
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
გოლები: 0:1 იაია ტურე (23), 0:2 კომპანი (43), 1:2 რიჩარდსონი (50), 2:2 კომპანი (ს.კ 69), 2:3 ხესუს ნავასი (78), 2:4 მილნერი (83)
გაფრთხილება: კარაგუნისი (60); დემიკელისი (45+1)
მსაჯი: კევინ ფრენდი
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 4(3)-5(1), ჯარიმა: 6-15, კუთხური: 4-4, თამაშგარე: 4-2, სეივი: 6-3
მანჩესტერი – ვესტ ჰემი 3:1 (2:0)
მანჩესტერი. “ოლდ ტრეფორდი.”
მანჩესტერი: დე ხეა, ევრა (ბიუტნერი 80), ევანსი, რაფაელი, სმოლინგი, ჯონსი, ვალენსია, კლევერლი, იანუზაი (იანგი 69), რუნი, უელბეკი (ერნანდესი 54)
მწვრთნელი: დევიდ მოიესი
ვესტ ჰემი: ადრიანი, დემელი, მაკარტნი, კოლინზი (რაცი 75), ტომკინსი, ტეილორი (კოლისონი 62), ნოუბლი, ჯერვისი (კარლტონ კოული 71), დიამე, მორისონი, მაიგა
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
გოლები: 1:0 უელბეკი (26), 2:0 იანუზაი (36), 3:0 იანგი (72), 3:1 კარლტონ კოული (81)
გაფრთხილება: იანუზაი (42); მორისონი (18), ჯერვისი (65), ტომკინსი (67), მაკარტნი (76)
მსაჯი: მაიკ ჯონსი
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 8(13)-1(3), ჯარიმა: 7-16, კუთხური: 8-2, თამაშგარე: 3-2, სეივი: 0-5
სტოკი – ასტონ ვილა 2:1 (0:0)
სტოკი. “ბრიტანია.” 26 003
სტოკი: ბეგოვიჩი, პეტერსი, შოუქროსი, უილსონი, კამერონი, ველანი, ნ’ზონზი, კრაუჩი, უოლტერსი, არნაუტოვიჩი (ადამი 46), ასაიდი (პენანტი 71)
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
ასტონ ვილა: გუზანი, ლაუტონი, კლარკი, ბეიკერი, დელფი, ვესტვუდი, ალბრიგტონი (ბაკუნა 81), ტონევი (ბოვერი 67), ჰერდი, კოზაკი, ვაიმანი
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი
გოლები: 1:0 ადამი (50), 1:1 კოზაკი (66), 2:1 კრაუჩი (70)
გაფრთხილება: უილსონი (26); ალბრიგტონი (21), კლარკი (50), დელფი (60), ჰერდი (61), ვესტვუდი (85)
მსაჯი: კრეიგ პოუსონი
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 1(1)-3(3), ჯარიმა: 13-17, კუთხური: 6-7, თამაშგარე: 2-3, სეივი: 3-0
სანდერლენდი – ნორვიჩი 0:0
სანდერლენდი. “ლაითი.” 37 778
სანდერლენდი: მანონე, ბრაუნი, ო’ში, ბერდსლი, ჩელუსტკა, კატერმოლი, ლარსონი (რობერგე 90+5), სუნგ-იონგ კი, ჯაკერინი (ჯონსონი 63), ალტიდორე (ფლეტჩერი 68), ბორინი
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი
ნორვიჩი: რადი, უითაკერი, ოლსონი, ტერნერი, ბასონგი, ფერი, სნოდგრასი, ჯონსონი, რედმონდი, ელმანდერი (ვან ვოლფსვინკელი 77), ჰუპერი
მწვრთნელი: კრის ჰუტონი
გაფრთხილება: ლარსონი (76), ბორინი (90+3); უითაკერი (49)
გაძევება: ბრაუნი (90+4)
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 5(10)-6(4), ჯარიმა: 13-11, კუთხური: 6-7, თამაშგარე: 1-1, სეივი: 5-5
ვესტ ბრომვიჩი – ჰალ სიტი 1:1 (0:1)
ვესტ ბრომვიჩი. “ჰოუთორნსი.” 24 753
ვესტ ბრომვიჩი: ფოსტერი, ოლსონი, რიჯუელი (გერა 79), ჯონსი, მაკოლი, სესენონი (ვიდრა 69), მორისონი, მულუმბუ, ბრანტი, ლონგი, სინკლერი (ბერაინო 46)
მწვრთნელი: კიტ დაუნინგი
ჰალ სიტი: მაკგრეგორი, ფიგეროა, დევისი, ბრიუსი, ჩესტერი, ჰადლსტოუნი, ელ მუჰამადი, მეილერი, ლივერმორი, საგბო (ფრიატი 89), გრემი (ბოიდი 80)
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი
გოლები: 0:1 ლივერმორი (28), 1:1 ვიდრა (86)
გაფრთხილება: ჯონსი (65), გერა (88); მეილერი (40)
მსაჯი: ჯონათან მოსი
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 5(4)-3(1), ჯარიმა: 7-15, კუთხური: 9-2, თამაშგარე: 1-2, სეივი: 2-2
ბომბარდირები:
19 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)
13 – სერხიო აგუერო (“სიტი”)
9 – დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”), იაია ტურე (2, “სიტი”)