ჯერჯერობით, ინგლისური “ლივერპულის” ფორვარდ ლუის სუარესს მადრიდის “რეალთან” შეთანხმებისთვის არ მიუღწევია. ამის შესახებ თავად ურუგვაელმა განაცხადა El Pais-თან საუბარში.
“რეალში” რომ ვთამაშობდე, ისევე დავიხარჯებოდი, როგორც ამას ნაკრებში, “აიაქსსა” და “ლივერპულში” ვაკეთებდი. ფინალურ სასტვენამდე არ ვჩერდები. “რეალთან” არაფერზე შევთანხმებულვარ. კონტრაქტი “ლივერპულთან” მაკავშირებს. ვწუხვარ, რომ ჩვენი გუნდი ევროტურნირებს მიღმა რჩება. ყველა გუნდი მწვერვალისკენ მიიწევს, “რეალი” კი, უკვე იქ იმყოფება. მართალია, “ლივერპულში” ბევრ პრობლემას წავაწყდი, მაგრამ უბედნიერესი ვარ იმით, რომ ჩემი შვილი კლუბის ჰიმნს ასრულებს”, - განაცხადა ურუგვაელმა.
შეგახსენებთ, რომ “რეალი” გონსალო იგუაინის გაყიდვასა და სუარესის ყიდვას გეგმავს.