ფეხბურთი

19:05 | 14.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

სუარესი: "ლივერპულში" ვრჩები, არსად მივდივარ

"ლივერპულის" ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი ჭორებს უარყოფს და აცხადებს, რომ კლუბიდან წასვლას არ აპირებს.

ბოლო დროს გავრცელდა ხმები, რომლის თანახმადაც მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონა" მზად არიან ურუგვაელ ფეხბურთელში 100 მილიონი ევრო გადაიხადონ.

"ამჟამად მთლიანად მსოფლიო ჩემპიონატზე ვარ ფოკუსირებული. ჭორები ჩემზე იყო, არის და კვლავ იქნება. ესპანური გრანდების დაინტერესება მხოლოდ სპეკულაციაა. "ლივერპულთან" კონტრაქტი მაქვს და არსად მივდივარ. ამ ეტაპზე ინგლისის ჩემპიონები ვერ გავხდით, თუმცა მომავალ სეზონში ყველა ხარვეზის აღმოსაფხვრელად ვიმუშავებთ და შევეცდებით წარმატებას მივაღწიოთ." _ ციტირებს სუარესის სიტყვებს DailyMail.

შეგახსენებთ, რომ ურუგვაელ თავდამსხმელს "ლივერპულთან" კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

გიორგი ბალახაძე

0.12466