ინგლისური “ლივერპულის” თავკაცმა ბრენდან როჯერსმა იმ ფეხბურთელთა ვინაობა დაასახელა, რომლებიც ავსტრალიურ ტურნეზე გაემგზავრებიან. Sky Sports-ის ცნობით, სიაში ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესიცაა, რომლის მერსისაიდიდან აბარგების შესახებაც სულ უფრო და უფრო მეტს საუბრობენ.
როჯერსის თქმით, ტურნეს პერიოდში, სიაში მყოფი 28 ფეხბურთელიდან კლუბის დატოვების უფლება არავის ექნება. ამგვარად, უახლოეს პერიოდში, სუარესის ტრანსფერი გამორიცხულია.
შეგახსენებთ, რომ სუარესის გადაბირება “არსენალსა” და “რეალს” სურთ.