მას შემდეგ, რაც ლუის სუარესის “ბარსელონაში” გადასვლა ოფიციალურად დადასტურდა, ურუგვაელმა თავდამსხმელმა “ლივერპულის” გულშემატკივრებს მიმართა.
“ლივერპულს” დამძიმებული გულით ვტოვებ. ესპანეთში ახალი ცხოვრება და ახალი გამოწვევები მელის. მეც და ჩემს ოჯახსაც ეს კლუბი და ქალაქი ძალიან შეგვიყვარდა.
იმედი მაქვს, გამიგებთ. ამ კლუბმა ჩემს შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ვიცხოვრო და ვითამაშო ესპანეთში, სადაც ჩემი ცოლის ოჯახი ცხოვრობს, მთელი ჩემი ცხოვრების ოცნებაა.
ბრენდან როჯერსსა და მის გუნდს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. კლუბი კარგ ხელშია და დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო სეზონი “ლივერპულისთვის” წარმატებული იქნება.” – სუარესის ამ განცხადებას “ლივერპულის” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.