ფეხბურთი

19:30 | 24.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

სუარესი 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

“ლივერპულის” ურუგვაელი შემტევი ლუის სუარესი პრემიერლიგის მომდევნო 10 მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამის დამოუკიდებელი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა.

პრემიერლიგის გასულ ტურში, “ლივერპულსა” და “ჩელსის” შორის გამართულ შეხვედრაში, სუარესმა ლონდონელთა მცველს, ბრანისლავ ივანოვიჩს ხელზე უკბინა. არბიტრმა ეპიზოდი ვერ შეამჩნია, მაგრამ ის უყურადღებოდ არ დარჩენიათ რეჟისორებს.

ფეხბურთის ფედერაციამ მალევე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ვკითხულობდით, რომ სუარესი ტრადიციული 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციის ნაცვლად, უფრო მკაცრად დაისჯებოდა. ამის პარალელურად, ინგლისურ პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ურუგვაელს 10 თამაშის გაცდენა მოუწევდა. ასეც მოხდა.

BBC-ს ცნობით, კონფლიქტების რეგულირების დამოუკიდებელი კომისიის წარმომადგენლებმა ფეხბურთის ასოციაცია დაარწმუნეს, რომ ლუის სუარესისთვის 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯათ. შედეგად, ურუგვაელი მიმდინარე სეზონის 4, ხოლო მომდევნო გათამაშების პირველ 6 თამაშს გამოტოვებს.

სუარესს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა პარასკევამდე აქვს.

0.111125