ჭადრაკი

13:49 | 24.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

სტურუა პარტიას პარტიაზე იგებს

მამაკაც სენიორთა საჭადრაკო პირველობაზე პარტიას პარტიაზე იგებს საერთაშორისო დიდოსტატი ზურაბ სტურუა (2524). მე-5 ტურში მან თეთრი ფიგურებით რამინ ხოჭავა (1930) დაამარცხა და ქულათა მაქსიმუმით ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

სტურუას უახლოესი მდევრები სწორედ ხოჭავა, ივანე სიფრაშვილი (2072) და სერგეი ჩობანიანი (1919) არიან, რომელთაც ზურაბი ქულით უსწრებს.

მე-6 ტურში სტურუა შავებით სიფრაშვილს ეთამაშება, ხოლო ხოჭავა ჩობანიანს გაეჯიბრება.

ქალთა ტურნირში ერთპიროვნული ლიდერობა დათმო ციალა ქასოშვილმა, რომელსაც მონაწილეთა კენტი რაოდენობის გამო, მე-5 ტურში დასვენება უწევდა.

ამრიგად, 5 ტურის შემდეგ 3.0-3.0 ქულით ჩემპიონატს ერთბაშად 3 მონაწილე ლიდერობს: ქასოშვილი, მარგალიტა თანდაშვილი (2002) და გიული ალიხანაშვილი.

მე-6 ტურში ქასოშვილი ალიხანაშვილს ეთამაშება, ხოლო თანდაშვილი ნინო მელაშვილს (2127) გაეჯიბრება.

0.130499