ჭადრაკი

15:14 | 14.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

სტურუა მე-3 ადგილზეა

პორტუგალიის ქალაქ პორტოში მიმდინარე სენიორთა ევროპირველობაზე 5 ტური მიილია. სენიორებიდან ყველაზე უკეთესად ზურაბ სტურუა ასპარეზობს 50+ მამამკაცთა ტურნირში.

საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი 4.0 ქულით მე-3 საპრიზო ადგილზე იმყოფება და ლიდერ ევგენი კალეგინს (რუსეთი, 2453) 0.5 ქულით ჩამორჩება.

სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციაზე არიან  მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი (65+) და საქართველოს წლევანდელი ჩემპიონი სენიორთა შორის ციალა ქასოშვილი (50+).

გაფრინდაშვილი თანამემამულე თამარ ხმიადაშვილს (2083) დაუზავდა და 3.5 ქულა მოუგროვდა. იგი ლიდერებს 0.5 ქულით ჩამორჩება. ხმიადაშვილი 2.0 ქულით მე-6 პოზიციაზეა.

ქასოშვილს 3.5 ქულა აქვს, 50+ ქალთა ტურნირს კი 4.5 ქულით ესტონელი ტატიანა ფომინა ლიდერობს. ნინო გურიელს კვლავაც ერთადერთი ქულა გააჩნია და ბოლო საფეხურზეა.

0.108707