ფეხბურთი

19:51 | 18.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

სტროოტმანის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

“რომას” ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, კენ ტროოტმანმა ოპერაცია გაიკეთა და ის რეაბილიტაციის პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს. ამ ინფორმაციას იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

სტროოტმანმა მძიმე ტრავმა ცოტა ხნის წინათ მიიღო. მან ჯვარედინა მყესი გაწყვიტა, რის გამოც, 24 წლის შუახაზელი სეზონის დარჩენილ ნაწილს და მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს.

“რომას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, სტროოტმანის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ის მკურნალობას უახლოეს დღეებში ამსტერდამში დაიწყებს.

0.114698