ფეხბურთი

19:42 | 10.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

სტროოტმანის აგენტი “მანჩესტერს” უარყოფს

“რომას” ჰოლანდიელი ნახევარმცველის, კევინ სტროოტმანის აგენტი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი კლიენტი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლას აპირებს.

“კევინი “რომაში” ძალიან ბედნიერია და ამ გუნდში კიდევ დიდხანს დარჩენას აპირებს. “რომამ” ახალი, საინტერესო პროექტი დაიწყო და სტროოტმანს სურს, რომ მისი ნაწილი იყოს. ის გუნდს კარგად მოერგო.” – ციტირებს 23 წლის ჰოლანდიელის აგენტის, შილ დეკერის სიტყვებს Sky Sports-ი.

კევინ სტროოტმანი “რომაში” გასულ ზაფხულში, პსვ-დან გადავიდა. სერია A-ში ჩატარებულ 14 თამაშში მან 3 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

0.114724