ფეხბურთი

19:44 | 30.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

სტრაჩანმა საქართველოსთან და პოლონეთთან მატჩებისთვის ორ დებიუტანტს უხმო

შოტლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გორდონ სტრაჩანმა ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში, 11 ოქტომბერს სახლში საქართველოს და 14 ოქტომბერს სტუმრად პოლონეთის ნაკრებებთან ჩასატარებელი მატჩებისთვის, შეკრებაზე 27 ფეხბურთელი გამოიძახა.

აღსანიშნავია, რომ სტრაჩანმა მომავალი შეხვედრებისთვის პორტუგალიის “სპორტინგის” 18 წლის ნახევარმცველ რაიან გოლდსა და ინგლისის ჩემპიონლიგაში მოასპარეზე “შეფილდის” ფორვარდს სტივ მეის უხმო.

სტრაჩანის რჩეულთა სია ასე გამოიყურება:

მეკარეები: კრეიგ გორდონი (“სელტიკი”), დევიდ მარშალი (“კარდიფი”, უელსი), ალან მაკგრეგორი (“ჰალი”, ინგლისი).
მცველები: კრისტოფ ბერა (“იფსვიჩი”, ინგლისი), კრეიგ ფორსაიტი (“დერბი”, ინგლისი), გორდონ გრირი (“ბრაიტონი”, ინგლისი), გრანტ ჰენლი (“ბლექბერნი”, ინგლისი), რასელ მარტინი, სტივენ ვაითექერი (ორივე “ნორვიჩი”, ინგლისი), ალან ჰატონი (“ასტონ ვილა”, ინგლისი), მარკ რეინოლდსი (“აბერდინი”), ენდრიუ რობერტსონი (“ჰალი”).
 ნახევარმცველები: იკეჩი ანია (“უოტფორდი”, ინგლისი), ბერი ბენანი (“კრისტალ პალასი”, ინგლისი), სკოტ ბრაუნი (“სელტიკი”), კრეიგ ბრუსონი (“დერბი”), კრის ბურკი (“ნოტინგემი”, ინგლისი), გრემ დორენსი (“ვესტ ბრომვიჩი”, ინგლისი), დარენ ფლეჩერი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), რაიან გოლდი (“სპორტინგი”, პორტუგალია), შონ მელოუნი (“უიგანი”, ინგლისი), ჯეიმს მაკარტური (“კრისტალ პალასი”, ინგლისი), ჯეიმს მორისონი (“ვესტ ბრომვიჩი”, ინგლისი).

თავდამსხმელები: სტივენ ფლეჩერი (“სანდერლენდი”, ინგლისი), სტივენ მეი (“შეფილდი”, ინგლისი), კრის მარტინი (“დერბი”, ინგლისი), სტივენ ნეისმიტი (“ევერტონი”, ინგლისი).
 
შოტლანდია- საქართველოს მატჩი გლაზგოში, “აიბროქსის” სტადიონზე ჩატარდება და თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

0.113044