თამაშგარე

12:34 | 4.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

სტოსურმა ამერიკის ღია პირველობაზე “შაფლი” შეასრულა

ამერიკის ღია პირველობის მოქმედმა ჩემპიონმა, 28 წლის ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა სამანტა სტოსურმა ნახსენები ჩემპიონატის მეორე წრეში რუმინელ მეტოქე ედინა გალოვიჩ-ჰალზე გამარჯვების შემდეგ, პოპულარული ცეკვა “შაფლი” შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ “სტოსურის შაფლი” მისმა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ამერიკულ ჯგუფ LMFAO-ს სოლისტმა და დიჯეიმ RedFoo-მ შეაფასა, რომელმაც პოპულარობა სწორედ “შაფლის” ცეკვით მოიპოვა.
მანამდე RedFoo 23 წლის ბელარუსი ჩოგბურთელის, ვიქტორია აზარენკას მატჩს დაესწრო, რის შემდეგაც სპორტსმენი პრესკონფერენციაზე მიაცილა. აქვე გეტყვით, რომ აზარენკა და სტოსური ერთმანეთს ამერიკის ღია პირველობის მეოთხედფინალში შეხვდებიან. სამანტას ცეკვის ხილვა კი, ქვემოთ მოცემულ მისამართზე შეგიძლიათ:

 

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=Kc4mclXbh3c
 

0.162863