ფეხბურთი

22:56 | 2.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სტოკმა” მუნიესა დაიმატა

21 წლის კატალონიელი ცენტრალური მცველი მარკ მუნიესა, რომელსაც ერთ დროს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, კარიერას “სტოკ სიტიში” განაგრძობს.

იყო დრო, მარკ მუნიესა “ბარსელონას” ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნეოდა და მას კარლეს პუიოლის შემცვლელადაც ნათლავდნენ, მაგრამ ორმა მძიმე ტრავმამ ახალგაზრდა ფეხბურთელის განვითარებას ხელი შეუშალა და კატალონიელებმა მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვეს. დღეს კი, “სტოკ სიტის” ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მუნიესა ინგლისურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა “სტოკთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

0.125082