ფეხბურთი

20:23 | 14.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სტოკმა” ჯონსი დასაჯა

 

ინგლისურმა “სტოკმა” თავდამსხმელი კენვაინ ჯონსი, გასულ უქმეებზე “ლივერპულთან” თამაშზე უარის თქმის გამო, 80000 გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა.

შაბათ საღამოს, ჯონსმა გუნდის მთავარ მწვრთნელს მარკ ჰიუზს მობილური ტელეფონით ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა და აუწყა, რომ “ლივერპულთან” საშინაო თამაშზე არ გამოცხადდებოდა.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ორშაბათს ჯონსი თავის მენეჯერთან ერთად “სტოკის” ხელმძღვანელობამ დაიბარა. ფეხბურთელი კონტრაქტის პირობების დარღვევაში დაადანაშაულეს და ორი კვირის ხელფასი დაუქვითეს.

ხსენებული გამოცემის ვარაუდით, ტრინიდადის და ტობაგოს ეროვნული ნაკრების 29 წლის თავდამსხმელის ასეთი საქციელი იმითაა გამოწვეული, რომ “სტოკს” ჯონსის გაშვება კომპენსაციის გარეშე არ სურს. არადა, ფეხბურთელი მზადაა, რომ კონტრაქტით დარჩენილი 6 თვის კომპენსაცია თავისი ჯიბიდან დაფაროს. თუმცა, “სტოკი” ჯონსის მომავალი კლუბიდან დამატებით კომპენსაციას ითხოვს.

0.115135