არაა გამორიცხული, ლეგენდარულმა ბრაზილიელმა რონალდინიომ ბურთი ინგლისის პრემიერლიგაში გააგოროს. ბრიტანული მედიის ცნობით, “სტოკ სიტი” “ატლეტიკო მინეიროს” ვარსკვლავისთვის ყველა ფინანსური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მზადაა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეგვიპტურ “ზამალეკს” 34 წლის ბრაზილიელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს. “ზამალეკის” პრეზიდენტმა მორტად მანსურმა ღიად განაცხადა, რომ რონალდინიოს მაისურების გაყიდვით დიდი ფულის შოვნას გეგმავს.
შესაძლოა, რონალდინიომ ეგვიპტეში გადასვლა გარკვეული დროით გადადოს და ევროპაში დაბრუნება გადაწყვიტოს. ცდუნება დიდია – საქმე ინგლისის პრემიერლიგას ეხება...