თამაშგარე

12:08 | 6.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

სტივენ ჯერარდმა გეზი მალიორკისკენ აიღო

დათავრდა საფეხბურთო სეზონი და თითქმის ყველა ფეხბურთელი დასვენებასა და დროის გატარებას ეშურება. ინგლისური ”ლივერპულის” კაპიტანი სტივენ ჯერარდი და მისი მეუღლე ალექს კურანი კი, აქამდე ლივერპულში იყვნენ შერჩენილები და ახლაღა ჩაალაგეს ჩემოდნები დასასვენებლად გასამგზავრებლად. თავიდან სტივის სურვილი იყო, ბრაზილიაში დაესვენათ, მაგრამ ლივერპულელმა ცოლის თხოვნით გეზი შეიცვალა და ჯერარდებმა დასვენება ევროპაშივე, კერძოდ კი, პალმა დე მალიორკაში გადაწვიტეს.
ბალეარის კუნძულები განსაკუთრებით გერმანელ ტურისტებს იზიდავს ხოლმე და მალიორკა ევროპაში სწორედ გერმანელების სიმრავლითაა ცნობილი. ამბობენ, ყველა გერმანელ მილიონერს კუნძულზე მალიორკაზე სულ ცოტა ერთი ვილა აქვს. აი, ინგლისელები კი პალმა დე მალიორკას მაინცდამაინც არასოდეს სწყალობდნენ და სწორედ ამიტომაა სტივენ ჯერარდის გეზის ცვლილება უცნაური.
ბოლო წლებში სტივენ ჯერარდი და ალექს კურანი დასვენების სეზონებს, როგორც წესი, ლათინურ ამერიკაში ატარებდნენ ხოლმე. ცოლ-ქმარმა მოიარა არგენტინა, ჩილე, ურუგვაი, მექსიკა და სხვა ქვეყნები... ბრაზილიაში მოგზაურობას კი, როგორც ”გემრიელ ლუკმას”, ჯერარდები მომავლისთვის ინახავდნენ. და როგორც ჩანს, ამ ”ლუკმის” დაგემოვნება კიდევ უფრო გვიან მოუწეევთ, თუმცა ეს ადამიანები ამ გადავადებაზე დიდად რომ არ იდარდებენ, ესეც ცხადზე ცხადია... 

0.168264