"მილუოკი ბაქსთან" ჩატარებული მატჩი ორმაგად უსიამოვნო გახლდათ "ლოს ანჯელეს ლეიკერსისთვის". კალიფორნიელებმა შეხვედრა 10 ქულის სხვაობით წააგეს - 103:113, თან დაზაიანებები მიიღეს გუნდის ლიდერებმა: სტივ ნეშმა და კობი ბრაიანტმა.
ვეტერანმა კანადელმა გამთამაშებელმა მატჩის მეორე ნახევარში თეძოს და ზურგის ტრავმა ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც მან სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. ნეში აქტიურად ცდილობდა დაემტკიცებინა დანტონისთვის რომ დაებრუნებინა იგი თამაშში, თუმცა "ლეიკერსის" მთავარმა მწვრთნელმა აღარ გარისკა მისი მატჩში დაბრუნება.
განსხვავებით სტივისა, კობი ბრაინტმა ბოლო წუთებამდე დაჰყო პარკეტზე, მაგრამ შემდეგ დამოუკიდებლად ვეღარ შეძლო არენის დატოვება და კასტილის დახმარება დასჭირდა. "შავ მამბას" სამედიცინო გამოკვლევის შედეგად ტერფის მცირე ტრავმა აღმოაჩნდა. მისი დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.