ფეხბურთი

16:39 | 5.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

"სტიაუას" მწვრთნელს ბარათები აფიქრებს

ნიკოლიჩი მზად არაა, პიოვაკარი, პინტილი და შუკალა ზღვარზე არიან


ბუქარესტის "სტიაუას" მწვრთნელმა ლაურენტიუ რეგეკამპფმა განაცხადა, რომ შესაძლოა, თბილისის "დინამოსთან" შეხვედრაში რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი არ ათამაშოს.

"მსურს, რომ ეკონომიურად მივუდგე საკითხს. შუკალას, პიოვაკარისა და პინტილის 2-2 ყვითელი აქვთ, ანუ ზღვარზე არიან და თუ "დინამოსთანაც" მიიღებენ გაფრთხილებას, ფლეი-ოფის პირველ მატჩს გამოტოვებენ. გარისკვა არ მინდა".

ფორვარდ ნიკოლიჩს მცირე ტრავმა აქვს და შესაძლოა, მან ასევე გამოტოვოს "დინამოსთან" მატჩი. პიოვაკარიც და ნიკოლიჩიც ცენტრფორვარდები არიან, როგორც წესი, ერთ-ერთი თამაშობს სასტარტოში, თუმცა შესაძლოა, "დინამოსთან" ორივე მათგანმა იუქმოს. 

რეგეკამპფმა კიდევ ერთხელ შეაქო ქართული გუნდი:

"მნიშვნელოვანი მატჩი გველის. მართალია, თბილისში მოვიგეთ, მაგრამ ხვალაც დაძაბულ თამაშს ველი. თბილისში, როგორც გახსოვთ, მათ 0:0-ისას პენალტი ვერ გაიტანეს. "დინამო" ძლიერი გუნდია და კარგად თამაშობს კონტრშეტევებზე".

თეგებითბილისის
0.118731