ახალგაზრდა რუმინელი ფეხბურთელი მიხაი კოსტეა, რომელიც ამჟამად ბუქარესტის ”სტიაუაში” ირჯება, ბოლო დროს ევროპული ”ყვითელი პრესისათვის” ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფიგურა გახდა. ამის მიზეზი 23 წლის ფეხბურთელის ახალი სასიყვარულო თავგადასავალია. მიხაი კოსტეა ბოლო სამი თვეა, რაც თანამემამულე სტრიპტიზის მოცეკვავეს, დანიელა კრუდეს ხვდება, რომლის სითამამემაც მრავლისმნახველი ევროპელებიც კი ჩააგდო შოკში.
ფეხბურთელი მომავალ გულისსწორს სტრიპტიზ-ბარში შეხვედრია და იმ დროს ჩაუვარდა მისი სიყვარული გულში, როდესაც მშვენიერი დანიელა ტანის ნარ-ნარი რხევით ბარში შეკრებილ პუბლიკაში ამურულ გრძნობებს იწვევდა. დანიელა კრუდე აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სტრიპტიზ-მოცეკვავეა.
ერთ შოუში დანიელას ათას ევრომდე უხდიან, რაც სტრიპტიზის მოცეკვავის ხელფასის კვალობაზე გვარიანად დიდი თანხაა. აბა, რა გასაკვირია, რომ ასეთი პოპულარული და მშვენიერი ასულისადმი არც ახალგაზრდა რუმინელი ფეხბურთელი დარჩენილა გულგრილი.