ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 თამაშში, თბილისის "დინამომ" ბუქარესტის "სტიაუასთან" მარცხს თავი კი აარიდა, მაგრამ უმთავრეს ევროპულ საკლუბო ტურნირზე ასპარეზობის გაგრძელებისთვის ეს საკმარისი არ გამოდგა. ამის მიზეზი ისაა, რომ თბილისში გამართული შეხვედრა რუმინელებს 2:0 ჰქონდათ მოგებული.
პირველი ტაიმი მასპინძლებმა მოიგეს. მე-6 წუთზე, ანგარიში ლატოვლევიცმა გახსნა. მე-2 ტაიმის სტარტზე, უსტარიტცმა ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.