ცნობილმა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა, ჰუბ სტევენსმა “შტუტგარტიდან” წასვლის ფაქტი დაადასტურა.
სტევენმა “შტუტგარტი” მიმდინარე წლის 9 მარტს ჩაიბარა და გერმანული გუნდი ბუნდესლიგაში დატოვა. პარასკევს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა, ხოლო დღეს, “ბაიერნთან” გამართული თამაშის (0:1) შემდეგ, მან გუნდიდან წასვლა დაადასტურა.
“ამ ეტაპზე პაუზის აღება მინდა. დასვენება ჯერ კიდევ პაოკ-იდან წამოსვლის დროს მინდოდა.” – აცხადებს სტევენსი.
გავრცელებული ინფორმაციით, “შტუტგარტი” სტევენსის არმინ ფეთი ან ტომას ტუხელით შეცვლას აპირებს.