გრძელდება აჟიოტაჟი NBA-ს კლუბ “ლოს ანჯელეს კლიპერსის” სკანდალებით ცნობილ მეპატრონე დონალდ სტერლინგის გარშემო, რომელმაც ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა “კლიპერსი” Mიცროსოფტ-ის აღმასრულებელ დირექტორ სტივ ბალმერისთვის მიეყიდა, მაგრამ ახალი ინფორმაციით, კლუბის გაყიდვა გადაიფიქრა.
ამის შესახებ განცხადება თავად სტერლინგმა გააკეთა.
“33 წელი ვიმუშავე “ლოს ანჯელეს კლიპერსის” შესაქმნელად და აღნიშნულიდან გამომდინარე, ძალიან მიჭირს შეველიო. ყველაფერს გავაკეთებ, რომ “კლიპერსი” შევინარჩუნო”, - განაცხადა სტერლინგმა.
შეგახსენებთ, რომ სტერლინგს პრობლემები რასისტული გამონათქვამების შემდეგ შეექმნა, რომელიც კლუბის გაყიდვად უჯდება.