“რომას” ჰოლანდიელი მეკარე მარტენ სტეკელენბურგი სავარაუდოდ კარიერას “ფულემში” გააგრძელებს. იტალიური კლუბის სპორტულმა დირექტორმა ფრანკო ბალდინიმ სატრანსფერო მოლაპარაკების მიმდინარეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დაადასტურა – ერთ-ერთ სპორტულ გამოცემას უთხრა, რომ დეტალების დასაზუსტებლად ლონდონში მიემგზავრება.
აპენინური პრესის ცნობით, ჰოლანდიის ნაკრების გოლკიპერის სანაცვლოდ “ფულემის” ხელმძღვანელობა 4,6 მილიონ ევროს იხდის და მხარეები კონტრაქტზე ხელს უახლოეს დღეებში მოაწერენ.