ფეხბურთი

12:29 | 5.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

სტარიჯი სუარესს დარჩენას ურჩევს

 

ინგლისის ეროვნული ნაკრების ფორვარდი დანიელ სტარიჯი იმედოვნებს, რომ თანაგუნდელი ლუის სუარესი “ლივერპულს” არ დატოვებს. ,,თოქსპორტისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში სტარიჯმა ურუგვაელთან მხარდამხარ თამაშს ნაყოფიერი უწოდა.

,,დიდებულია სუარესთან ერთად თამაში. ერთობლივად მცველებს ბევრ სირთულეს ვუქმნით, რასაც ორივე განსხვავებულად ვაკეთებთ’’.

,,კლუბის ადმინისტრაციას, ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს სურთ სუარესის დარჩენა, ამიტომაც ვურჩევ არ  შეიცვალოს კლუბი, თუმცა გადაწყვეტილება თავად ფეხბურთელმა უნდა მიიღოს. იმედი მაქვს, ურუგვაელი ,,ლივერპულში’’ დარჩება’’.

ამ სეზონში სტარიჯმა პრემიერლიგის 10 ჩატარებულ შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო სუარესის ანგარიშზე 6 გოლი და 2 საგოლე პასია.

დიმიტრი შარიქაძე


0.118614