“ლივერპულის” თავდამსხმელმა, დანიელ სტარიჯმა 2013-14 წლების სეზონი შეაჯამა და ინგლისის ჩემპიონატში მე-2 ადგილზე გასვლის გამო სინანული გამოთქვა.
“მოვლენების ამგვარი განვითარებით იმედგაცრუებული ვარ.
მართალია, სეზონის დასაწყისში ჩემპიონობაზე საუბარიც არ იყო და ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვუმიზნებდით, მაგრამ ტურნირის მსვლელობისას პირველობის რეალური შანსები გაგვიჩნდა.
ყველაზე მეტად გულდასაწყვეტი ისაა, რომ შანსი ხელიდან თავად გავუშვით. მე-2 ადგილი ყველაზე საშინელი რამაა, რაც შეიძლება მოხდეს. ახლა, ისღა დაგვრჩენია, გულშემატკივრებს ვალი მომდევნო სეზონში დავუბრუნოთ.” – ციტირებს სტარიჯის სიტყვებს ESPN.