ინგლისური “ლივერპულის” ფორვარდი დანიელ სტარიჯი აღდგენით პროცესს ასრულებს და სულ მალე, მოედანზე გასვლასაც შეძლებს. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.
ამ კვირაში, 24 წლის მეგოლე სრული დატვირთვით ვარჯიშობდა და ტკივილი არ უგრძვნია. სავარაუდოდ, ინგლისელს “სტოკთან” პრემიერლიგის უახლოესი ტურის მატჩში ვიხილავთ.
ცნობისათვის, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, სტარიჯმა 12 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი მიითვალა.