საფეხბურთო კლუბ როტერდამის “ფეიენოორდის” მიწვევით ჰოლანდიაში ერთკვირიან სტაჟირებაზე იმყოფებოდნენ თბილისის “დინამოს” სპორტული მენეჯერი ირაკლი ვაშაკიძე, “დინამოს” აკადემიის ხელმძღვანელი გიორგი მინაშვილი, ამავე აკადემიის დირექტორი არჩილ კეკელია და “დინამო არენას” მედია ოფიცერი მამუკა კვარაცხელია.
29 იანვარს ისინი “ფეიენოორდის” სპორტულ დირექტორს მარტინ ვან ხეელს შეხვდნენ და როტერდამელთა მთავარი გუნდის ვარჯიშს დაესწრნენ. გარდა ამისა, ჰოლანდიური კლუბის 16 და 17 წლამდე ფეხბურთელთა ვარჯიშებსაც დააკვირდნენ და ამ ასაკში ვარჯიშების სპეციფიკურობაზე ხსენებული გუნდების მწვრთნელებს, ცნობილ ჰოლანდიელ ფეხბურთელებს გასტონ ტაუმენტსა და როი მაკაის გაესაუბრნენ.
30 იანვარს “დინამოს” დელეგაცია “ფეიენოორდის” 13, 14 და 15 წლამდე მოზარდთა ვარჯიშს დასწრო და კლუბის აკადემიის თავკაცს დამიენ ჰერტოგს შეხვდა.
31 იანვარს, “დინამოს” კვარტეტი ჰოლანდიის ერედივიზიონის XXI ტურის ცენტრალურ მატჩს დაესწრება, რომელშიც “ფეიენოორდი” “ვიტესს” ხვდება.
1 თებერვალს “დინამოელები” 13, 14, 15, 17 და 19 წლამდელთა მატჩებს დააკვირდებიან.
fcdinamo.ge
ფოტო fcdinamo.ge